კრემლის მიერ ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფას მთელი მსოფლიო ხედავს | უკრაინაში აშშ-ის ელჩი ხარკოვში თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსების მიერ ხარკოვში საფოსტო ოფისზე სარაკეტო თავდასხმას. მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს.

"კიდევ ერთხელ, უკრაინაში რუსეთის ძალადობის საშინელი სურათები -  ხარკოვში საფოსტო ოფისზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ბევრი მძიმედ დაშავდა" - დაწერა ელჩმა და დასძინა, რომ "კრემლის მიერ ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფას მთელი მსოფლიო ხედავს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი