სანქციების თემაზე აშშ-ის ოფიციალური პირები რეგულარულად ურთიერთობენ პარტნიორებთან, მათ შორის პირადად | სახ.დეპი ლილუაშვილს

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, "ქართულმა მხარემ ოთარ ფარცხალაძეზე სახელმწიფო დეპარტამენტისგან მტკიცებულებები ვერ მიიღო", აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ეხმაურებიან. გამოცემა "აქცენტის" კითხვას  დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა უპასუხა.

მათი ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "სანქციების თემაზე აშშ–ის ოფიციალური პირები რეგულარულად ურთიერთობენ პარტნიორებთან, მათ შორის - პირადად".

"14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა "ეფესბესთან" [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. სანქციები დაუწესდა აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით", - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა "აქცენტს".

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი