
უკრაინის გეშტაბის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ. მათივე ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ყველაზე აქტიურად უტევენ კუპიანსკს, ლიმანს, ავდეევკასა და მარინკას, თუმცა უშედეგოდ.
"უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის სამხრეთით.ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერთან 80-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. ლიმანის მიმართულებით მტრის 10-ზე მეტი თავდასხმა მოვიგერიეთ", - აცხადებს გენშტაბი
გარდა ამისა, უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით, ზარალს აყენებენ საოკუპაციო ძალებს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით.
გენშტაბი ამბობს, რომ რუსეთი ისევ ცდილობს ალყაში მოაქციოს ავდეევკა, მაგრამ უკრაინელი სამხედროები მტკიცედ იცავენ პოზიციას და მნიშვნელოვან ზარალ აყენებენ მტერს.