სავარაუდოდ, ომის დაწყების შემდეგ 150 000-190 000-მდე რუსი სამხედრო მძიმედ დაიჭრა ან დაიღუპა | ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ სავარაუდოდ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა განიცადა 150 000-190 000 მუდმივი ზარალი განიცადა (იგულისხმება დაღუპულები და მძიმედ/სამუდამოდ დაჭრილები) 

თუ დაემატება დროებითი დაჭრილების რაოდენობა (გამოჯანმრთელებულები და ბრძოლის ველზე დაბრუნებულები) ეს რიცხვი 240 000-290 000-მდე იზრდება.

განახლებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ბოლო თავდასხმებმა ავდეევკაში ხელი შეუწყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფიქსირებული რუსული მსხვერპლის 90%-ით ზრდას. უკრაინელმა სამხედროებმა შაბათს განაცხადეს, რომ მოსკოვის ძალისხმევას, დაიპყროს ავდეევკა, სასტიკი წინაარმდეგობა მოჰყვა.

2022 წლის თებერვლიდან რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი სამხედრო ყოფნა უკრაინაში, გააძლიერა რეკრუტირება ფინანსური წახალისებით და ნაწილობრივი მობილიზებით, რომელიც განხორციელდა 2022 წლის შემოდგომაზე. დაზვერვა წერს, რომ პერსონალის ეს ზრდა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის შესაძლებლობას დაიცვას თავისი ტერიტორიები და განახორციელოს ძვირადღირებული შეტევითი ოპერაციები.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი