"ჰამასმა" კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

"ჰამასმა" კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა. CNN ისრაელის ორ ოფიციალურ პირსა და კიდევ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ ეს გადაწყვეტილება კატარისა და ეგვიპტის შუამავლობის შემდეგ მიიღო.

განცხადება თავად დაჯგუფების სპიკერმაც გააკეთა და თქვა: "გავათავისუფლეთ ორი დაკავებული... ჩვენ გადავწყვიტეთ მათი გათავისუფლება იძულებითი ჰუმანიტარული და ჯანმრთელობის მიზეზების გამო".

მანამდე, 20 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ "ჰამასმა" 2 ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი