"სახელმწიფოს უკვე ჰქონდა შესაბამისი რეაგირება"| კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსული ბაზის განთავსებაზე

გამოქვეყნდა:

ეს პროცესი დაიწყო 2009 წელს და არის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა - აცხადებს "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსული ფლოტისთვის ბაზის განთავსებასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას. კობახიძის თქმით, ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას უკვე ჰქონდა "სათანადო რეაგირება"

"ამაზე ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს სათანადო რეაგირება და ეს არის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია. რა თქმა  უნდა, ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი ასეთი ქმედება რომელიც ხორციელდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაზე სახელმწიფოს უკვე ჰქონდა შესაბამისი რეაგირება" თქვა კობახიძემ.

"სათანადო რეაგირებაში" კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის განცხადებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 5 ოქტომბერს გამოცემა Известия - ში ასლან ბჟანიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც იგი ამბობს რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირის რეგიონში, რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის მოწყობა იგეგმება. მისივე ცნობით, "შეთანხმებას" მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი. 

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი გამოეხმაურა.

ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსების განზრახვას გუშინ უკრაინის დაზვერვა, დღეს კი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსულ გემებს ყველგან მიწვდებიან

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი