ღამით რუსებმა 11 "შაჰიდი" გაუშვეს, საჰაერო თავდაცვამ ყველა ჩამოაგდო | უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ღამით რუსეთმა ქვეყნის მასშტაბით 11 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, თუმცა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა მათგანი ჩამოაგდეს. 

უწყების ცნობით, მთლიანობაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთმა 6 სარაკეტო და 51 საჰაერო დარტყმა განახორციელა, ასევე, 66 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე.

გენშტაბი ამბობს, რომ არიან დაღუპულები და დაშავებულები, განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ასევე სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი