რუსეთი "შაჰიდების" გამოყენებას ავსებს უფრო იაფი, შიდა წარმოების დრონების ვარიანტებით | ISW

გამოქვეყნდა:

უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების დროს, რუსეთი ავსებს "შაჰედის" უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებას შიდა წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების უფრო იაფი და მსუბუქი ვერსიებით.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) განახლებაში წერს, რომ 23 ოქტომბერს, რუსულმა მედიამ გაავრცელა ვარაუდი, რომ კრემლის ძალებმა გამოიყენეს ახალი, შორი დისტანციის დრონები - "Italmas" და Italmas-ის ვარიანტები პირველად უკრაინაში კიევის ოლქზე თავდასხმის დროს.

რუსულმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ Italmas-ის დრონები უფრო მსუბუქია ვიდრე "შაჰიდები" და მათი აღმოჩენა და ჩამოგდება უფრო რთულია. რუსმა სამხედრო ბლოგერებმა აღნიშნეს, რომ Italmas დრონები უფრო იაფიაცაა, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია მათი უფრო ფართო წარმოება და გამოყენება, მაგრამ მათ გადააქვთ მსუბუქი ტვირთი, რაც ზღუდავს მათ სარგებლობას იზოლირებულად.

რუსული წყაროები აღნიშნავდნენ, რომ რუსული ძალები სავარაუდოდ გამოიყენებენ "Italmas"-ის დრონებს "შაჰიდებთან" ერთად.

"ISW-მ ადრე შეაფასა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ცდილობს გააფართოვოს და დივერსიფიცირება მოახდინოს თვითმფრინავების, რაკეტების და მართვადი ბომბების არსენალზე უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის შემოდგომა-ზამთრის სეზონის წინ. და Italmas-ის დრონების გაზრდილი გამოყენება, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალის ფართო დივერსიფიკაციის მცდელობის ნაწილია", - წერია განახლებაში.

რუსული Telegram არხი Mash ვიდეო კადრებიც გაავრცელა და დაწერა, რომ მასში ასახულია ახალი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენება. მათივე ცნობით, ისინი უფრო მსუბუქია ვიდრე "შაჰიდები" და გამოსცემენ სრულიად განსხვავებულ ხმას, რაც ართულებს მათ ამოცნობას და ჩამოგდებას.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი