"ჩაბარდი და გიპატრონებო" | მოკლული ნიკა თუთაშვილის დედა ბრალდებულის გათავისუფლებაზე და კავშირებზე "ოცნებასთან"

გამოქვეყნდა:

ბათუმში მოკლული ნიკა თუთაშვილის დედა ამბობს, რომ დღევანდელი განაჩენი, რომლითაც მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ლევან სირაბიძე გამართლდა, წინასწარ იყო მიღებული. ოჯახი ამბობს, რომ ბრალდებულს ბიძაშვილი, რიჩარდ სირაბიძე დაეხმარა, რომელიც ბათუმის საკრებულოში,  "ქართული ოცნების" წევრია:

"უსამართლო ქვეყნის უსინდისო კანონების მონები დავინახე კიდევ ერთხელ. დარტყმიდან 7 წუთში, ლევან სირაბიძე სასწრაფოში კი არ რეკავს, ურეკავს რიჩარდ სირაბიძეს, მის ბიძაშვილს და ეუბნება - ასე გავაკეთე. ის ეუბნება პასუხად, ჩაბარდი და ყველანაირად გიპატრონებ და დღეს მოწმეები იყავით ყველა, რომ უპატრონა." თქვა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მოკლული ახალგაზრდის, ნიკა თუთაშვილის დედამ.

შეგახსენებთ, მოსამართლე კოტე ჭილაიას გადაწყვეტილებით, სირაბიძე მკვლელობის ბრალდებაში გამართლდა და 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ, გათავისუფლდა. მოსამართლის განაჩენით, სირაბიძე აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

მკვლელობა ბათუმში 11 მარტს მოხდა, მეგობრებს შორის დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. მოკლული ნიკა თუთაშვილი და დაკავებული ლევან სირაბიძე დიდი ხნის მეგობრების იყვნენ. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი