ბათუმში მოკლული ნიკა თუთაშვილის ახლობლების განცხადებით, არსებობს მომხდარი დანაშაულის ვიდეოკადრები, თუმცა ამის მიუხედავად, მოსამართლემ დღეს ბრალდებული მაინც გაამართლა - "ვიდეოჩანაწერები არის, როგორ გამოასალმეს სიცოცხლეს 24 წლის ორმეტრიანი ბიჭი... შეცვალეს ჩვენებები. ვიდეოკადრებში რაც არის სიმართლე, იმ ვიდეოს თან უყურებენ და თან სიცრუეს ამბობენ"- თქვა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მოკლულის ნათესავმა.
შეგახსენებთ, ბათუმის სასამართლოს მოსამართლის, კოტე ჭილაიას გადაწყვეტილებით, დანაშაულში ბრალდებული ლევან სირაბიძე გამართლდა და 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ, გათავისუფლდა.
გადაწყვეტილებას არც მოკლულის ოჯახი და არც პროკურატურა არ ეთანხმება და სააპელაციო წესით გასაჩივრებას გეგმავს.
ნიკა თუთაშვილის ოჯახის წევრების განცხადებით, სირაბიძე "ქართული ოცნების" ბათუმის საკრებულოს წევრის, რიჩარდ სირაბიძის ახლო ნათესავია და ვარაუდობენ, რომ გამამართლებელი განაჩენიც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.
იხილეთ: