გარდამტეხი მომენტი საქართველოს ცხოვრებაში - ამერიკის შეერთებულ შტატებში მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევენ პოლიტიკურ მოვლენად, რომელიც საქართველოს ცხოვრებას მომავალი ათწლეულებით განსაზღვრავს. მთავარი სტრატეგიული პარტნიორის სენატში ამ თემაზე დღეს ხმამაღლა საუბრობდნენ ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები, რომლებიც ფაქტობრივად აყალიბებენ ამერიკის საგარეო პოლიტიკას. ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი მათ შორის იყო ჯიმ ობრაიენი, რომელიც ფაქტობრივად პასუხისმგებელია ვაშინგტონისა და თბილისის პოლიტიკურ ურთიერთობებზე.
თუმცა, მსჯელობა საქართველოს ირგვლივ უფრო გლობალურ ფარმატშიც გაიმართა. შავი ზღვის მიმართ დასავლური სამყაროს ყურადღება სულ უფრო იზრდება, და სწორედ შავი ზღვის ფორმატში უჩნდება საქართველოს შესაძლებლობა გახდეს საერთაშორისო რეგიონული გეოპოლიტიკური აქტორი. ამისთვის კი "ქართული ოცნების" ხელისუფლების მეტი აქტიურობაა საჭირო - ვაშინგტონში ელიან, რომ თბილისი უფრო ნათლად დააფიქსირებს დასავლურ მისწრაფებებს და გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით.