რუსულ აგრესიას უკრაინაში 510 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 1 139 -ზე მეტი | უკრაინის პროკურატურა

გამოქვეყნდა:

27 ოქტომბრის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 510 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 1 139-ზე მეტი არასრულწლოვანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:

დონეცკის რეგიონში - 492, ხარკოვის ოლქში - 304, კიევის ოლქში - 132, ჩერნიგოვის ოლქში - 71, ლუგანსკის ოლქში - 67, ნიკოლაევის ოლქში - 97, ხერსონის ოლქში - 132, ზაპოროჟიეს ოლქში - 99, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 97, ლუგანსკის ოლქში - 67. 

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი