დანია უკრაინას 520 მლნ-ის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

გამოქვეყნდა:

დანია უკრაინას 520 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. 

მედიის ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტში ტანკები, საბრძოლო მასალა, დრონები, ჯავშანტექნიკა და იარაღი შედის. 

"ეს სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შესანარჩუნებლად გადამწყვეტია", - წერს დანიის თავდაცვის სამინისტრო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი