EU-ს ლიდერებმა რუსეთში გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას მხარი დაუჭირეს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის ფედერაციაში გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას უკრაინული მედია Financial Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ევროკომისია, ამის შესახებ იურიდიულ წინადადებებს, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში გააკეთებს. 

რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი 300 მილიარდი დოლარი დასავლეთის სანქციების შედეგად გაიყინა. ამ თანხიდან 180 მილიარდი ევრო, ბელგიის მთავრობის ცნობით, Euroclear-ში ინახება, რომლის სათაო ოფისიც ბრიუსელში მდებარეობს. ასევე, გაყინულია არაერთი რუსი ოლიგარქის აქტივები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი