გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებას გადასცემს | რას მოიცავს ახალი პაკეტი

გამოქვეყნდა:

გერმანის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გადასცემს. აღნიშნული დახმარების პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას და ჯავშანტრანსპორტიორებს.

ასევე, ცნობილია, რომ დახმარების ახალ პაკეტში შედის: 

  • ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი;
  • საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T;
  • რაკეტები IRIS-T SLS კომპლექსებისთვის;
  • რადარი TRML-4D-სთვის;
  • საბრძოლო მასალა MARS II მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემებისთვის;
  • რვა VECTOR სადაზვერვო დრონი;
  • ოთხი GO12 რადარი;
  • ხუთი  დრონი;
  • სასაზღვრო სამსახურის ექვსი მანქანა;
  • 10 000 უსაფრთხოების სათვალე;
  • ოთხი 8x8 ტრაქტორი და ოთხი ნახევრადმისაბმელი;
  • 155 მმ-იანი საბრძოლო მასალა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა უკრაინისთვის ზამთრის სამხედრო დახმარების პაკეტის მომზადება, რომლის მთავარი ელემენტი საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი