ღაზის სექტორში ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა შეფერხებულია. BBC-ის ცნობით, ინტერნეტ-მონიტორინგის სერვისმა, Netblocks-მა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ღაზაში ინტერნეტკავშირზე წვდომა შეფერხდა.
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციაში შიშობენ, რომ სატელეფონო სერვისებზე წვდომის შეფერების გამო, ხალხი ვერ შეძლებს სასწრაფო დახმარების სამსახურთან დაკავშირებას.
შეგახსენებთ, რომ ღაზის სექტორი ძლიერი საჰაერო დაბომბვის ქვეშაა. ასევე ისრაელის თავდაცვა აცხადებს, რომ "ამაღამ სახმელეთო ოპერაციებს გააფართოებს".
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზიდან ისრაელზე მოულოდნელად განხორციელებული სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დაუშვა.