
ალექსეი ნავალნი გერმანიაში გადაჰყავთ. თვითმფრინავი ბერლინში, ქალაქ ომსკის აეროპორტიდან უკვე გაფრინდა. ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერის პრესსპიკერი კირა იარმიში ავრცელებს.
თავდაპირველად ნავალნის გერმანიში გადაყვანის უფლებას რუსი ექიმები ოჯახს არ აძლევდნენ და ამბობდნენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის ტრანსპორტირება სახიფათო იყო, თუმცა მოგვიანებით განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და გერმანიაში მის გადაფრენას დათანხმდნენ.
ცნობილია, რომ ნავალნის ბერლინის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში უმკურნალებენ.



შეგახსენებთ, რომ პუტინის მთავარი ოპონენტი კომაშია. ის სავარაუდოდ მოწამლეს, თუმცა ომსკის საავადმყოფოს ექიმები უარყოფენ, რომ პოლიტიკოსის ორგანიზმში რაიმე სახის მომწამვლელი ნივთიერება აღმოაჩინეს.
ნავალნი თვითმფრინავიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.