ნავალნის ორგანიზმში საწამლავი აღმოჩენილი არ არის - ომსკის საავადმყოფოს ექიმი

გამოქვეყნდა:

ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე ამბობს, რომ ალექსეი ნავალნის ორგანიზმში საწამლავი არ აღმოუჩენიათ.

ანატოლი კალინიჩენკო მოწამვლის ფაქტს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ დიაგნოზი უკვე დადგენილია და პაციენტს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა აღენიშნება.

ნავალნის იურისტი ივან ჟდანოვი კი ამბობს, რომ ოპოზიციონერი მოწამლეს და ნივთიერება, რომელიც მან მიიღო​ გარშემომყოფებისთვისაც საშიშია.

ომსკის საავადმყოფოს ექიმები საავადმყოფოდან ნავალნის ოჯახს პაციენტის სხვაგან გადაყვანის უფლებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ პუტინის მთავარი ოპონენტი გუშინ, 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში თვითმფრინავიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნავალნი ამ დრომდე კომაშია. მისი გარემოცვის წევრები დარწმუნებული არიან რომ რუსი ოპოზიციონერი მოწამლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი