"გახარიას გათეთრება" - ბადრი ჯაფარიძე მუქარის წერილზე და პროკურატურის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"გახარიას გათეთრებად" აფასებს "ლელო საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი გენერალური პროკურატურის განცხადებას, რომელმაც ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის მიწერილ მუქარის წერილზე, მოქმედი პრემიერმინისტრის ანაბეჭდები ვერ აღმოაჩინა.

ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ დღევანდელი პროკურატურისგნ სხვა მოლოდინი არც ჰქონდათ და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წერილი ნამდვილად გიორგი გახარიასგან მიიღეს  

„სამწუხაროდ, დღევანდელი პროკურატურისაგან, გარდა არაკომპეტენტური განცხადებებისა, არაფერს სასიკეთოს არ უნდა ველოდოთ. გიორგი გახარიას თუ აქვს გამბედაობა, ის უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და თქვას, რა როლი ითამაშა ამ წერილთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძემ თქვა სრული სიმართლე. ამას ვადასტურებ სრული პასუხისმგებლობით და ჩვენ ვადასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გახარიას გავლით. დაქტილოსკოპიური ბაზა ინახება საქართველოში და კომპეტენტური პროკურატურის არსებობის შემთხვევაში, ყველაფრის დადგენა მარტივად არის შესაძლებელი. ჩვენ გვყავს მიკერძოებული პროკურატურა. აქედან გამომდინარე, პროკურატურის განცხადების სახით, ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. დღევანდელი პროკურატურის პირობებში, პროკურატურისგან გახარიას გათეთრების გარდა, სხვა მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ხელისუფლება შესაცვლელია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ქვეყნის სამსახურში მყოფი პასუხისმგებლიანი, მცოდნე და კომპეტენტური ახალი თანემედროვე უწყება” - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

გენერალურმა პროკურატურამ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა გუშინ, 21 აგვისტოს გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, წერილზე არსებული თითის კვალი არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი