
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ოჯახისთვის დროებითი დადგენილება გამოსცა. ეს დოკუმენტი ოჯახს საშუალებას აძლევს მოინახულოს პაციენტი და მისი ჯანმრთლობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიყვანოს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში.
ევოპის სასამართლო ასეთ შემთხვევებს მაშინ განიხილავს, როცა განმცხადებელი, გამოუსწორებელი რისკის ქვეშ დგას.
სასამართლომ ოჯახის ადვოკატის გავლით მიიღო მიმართვა და 39-ე მუხლის საფუძველზე დროებითი განკარგულებით ითხოვს, ოჯახს მიეცეს უფლება, გაეცნოს ომსკის საავავადმყოფოს ყველა სამედიცინო დოკუმენტაციას ყოველგავრი შეფრეხების გარეშე. ასევე, ამ განკარგულებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ჯახის მიერ ვიზირეული სამედიცინო პერსონალისთვის პაციენტის მონახულება, საჭიროებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით კი სამომავლო მკურნალობისთვის გადაიყვანოს გერმანიაში, - წერია დოკუმენტში.
დროებითი განკარგულება, ასევე გულისხმობს, რომ სასამართლოს მიეწოდოს სრული ინფორმაცია ალექსეი ნავალნის მკურნალობისა და მისი მდგომარეობის შესახებ.
შეგახსენებებთ, რომ ნავალნის პრესსპიკერმა კირა იარმიშიმ გუშინ, 21 აგვისტს გაავრცლეა ინფორმაცია, რომ გერმანიიდან ომსკში ჩაფრენილი თვითმფრინავი ნავალნის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანს.
თავდაპირველად ოჯახს ექიმები ნავალნის გერმანიში გადაყვანის უფლებას არ აძლევდნენ და ამბობდნენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის ტრანსპორტირება სახიფათო იყო. მოგვიანებით მათ თქვეს, რომ პაციენტის მგდომარეობა დასტაბილურდა.
21 აგვისტოს ევროკომისიამ განცხადება გაავრცელა და მოსკოვს ნავალნის გერმანიაში გაშვებისკენ მოუწოდა. კომისიამ აღნიშნა, რომ საქმეზე გამჭირვალე და ობიექტურ გამოძიებას ელიან.
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ორგანიზმში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელსაც გამოძიება ასაიდუმლოებდა, რუსული მხარე ამბობდა, რომ ის არა მხოლოდ ნავალნისთვის, არამედ მისი გარშემომყოფებისთვისაც საშიში იყო.
რუსი ოპოზიციონერი და პუტინის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს. ოჯახის ინფორმაციით, ის ცუდად ჩაის დალევის შემდეგ გახდა, რასაც მოწამვლას უკავშირებენ. ნავალნი ამ დრომდე კომაშია.