ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, პრემიერმინისტრს, გიორგი გახაირიას გადასარჩენი არაფერი არ სჭრის. ესე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ე.წ მუქარის წერილზე გახარიას ანაბეჭდი არ აღმოჩნდა.
ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობდით , რომ ამ წერილს არანაირი კავშირი არ ჰქონდა გახარიასთან. ნამდვილად მინდა კომენტარის სახით გავაკეთო, რომ გადასარჩენიც გახარიას არაფერი არ სჭირს, - თქვა მაია ცქიტიშვილმა.
ამ თემაზე დღეს კომენტარი პრემიერმა, გიორგი გახარიამაც გააკეთა. მისი თქმით, შეუძლებელია ღმილის გარეშე უპასუხოს კითხვას, თქვენ "არტარეას" უყურებთ? - უყურეთ არტარეას და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარსისხი ნამდვილად გაეზარდა - თქვა მან.
გენერალურმა პროკურატურამ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა გუშინ, 21 აგვისტოს გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, წერილზე არსებული თითის კვალი არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.
"გახარიას გათეთრებად" აფასებს "ლელო საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გენერალური პროკურატურის განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიასგან მიღებულ მუქარის წერილზე პირველი განცხადება ჯერ კიდევ თიბისი ბანკის დამფუძნებლის რანგში გააკეთა.
პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელმა შს მინისტრმა მას წერილი მიწერა, რომელშიც ეწერა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვეევაში დაუნგრევდნენ რეპუტაციას როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. როგორც მაშინ ხაზარაძე ამბობდა, ერთ ერთი მოთხოვნა ტელეკომპანია "არტარეას" "იმედის ტრენდზე" გადასვლა იყო.