თქვენ "არტარეას" უყურებთ? - უყურეთ არტარეას და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარსისხი ნამდვილად გაეზარდა - ასე ეხმაურება პრემიერ მინისტრის გენერალური პროკურატურის განცხადებას, რომელიც უწყებამ ხაზარაძე-ჯაფარიძის მუქარის წერილთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
გიორგი გახარია შემთხვევას "სასაცილო ისტორიად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ მან როგორც რიგითმა მოქალაქემ საკუთარი ვალდებულება გამოძიების წინაშე შეასრულა:
ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ. ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი იყო, მე ჩემი ვალდებულება, როგორც რიგითი მოქალაქის- გამოძიებასთნ უნდა შემესრულებინა და მე ეს შევასრულე, ისევე როგორც სხვებმა უნდა შეასრულონ" ამბობს პრემიერი.
გენერალურმა პროკურატურამ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა გუშინ, 21 აგვისტოს გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, წერილზე არსებული თითის კვალი არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.
"გახარიას გათეთრებად" აფასებს "ლელო საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გენერალური პროკურატურის განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიასგან მიღებულ მუქარის წერილზე პირველი განცხადება ჯერ კიდევ თიბისი ბანკის დამფუძნებლის რანგში გააკეთა.
პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელმა შს მინისტრმა მას წერილი მიწერა, რომელშიც ეწერა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვეევაში დაუნგრევდნენ რეპუტაციას როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. როგორც მაშინ ხაზარაძე ამბობდა, ერთ ერთი მოთხოვნა ტელეკომპანია "არტარეას" "იმედის ტრენდზე" გადასვლა იყო.