ალექსეი ნავალნი თვითმფრინავით სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

თვითმფრინავი, რომელსაც რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაჰყავდა ბერლინში უკვე ჩაფრინდა. სავაკუაცია თვითმფრინავი, რომელიც სპეციალურად იყო აღჭურვილი ტეგელის აეროპორტში დაეშვა. ნავალნი მკურნალობას ბერლინში  Charité-ს საავადმყოფოში გააგრძელებს.

ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა და ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ნავალნის გადაყვანას ამდენი დრო დასჭირდა, რადგან საბუთები მათ პარასკევს დილიდან მზად ჰქონდათ. 

ბრძოლა ალექსის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის მხოლოდ ახლა იწყება, - დაწერა მან.

ექიმები, რომლებიც ნავალნის ომსკში მკურნალობდნენ პარასკვეს ამბობდნენ, რომ მისი ტრანსპორტიება შეუძლებელი იყო, მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ მდგომარეობა დასტაბილურდა.

21 აგვისტოს ევროკომისიამ განცხადება გაავრცელა და მოსკოვს ნავალნის გერმანიაში გაშვებისკენ მოუწოდა. კომისიამ აღნიშნა, რომ საქმეზე გამჭირვალე და ობიექტურ გამოძიებას ელიან.

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ორგანიზმში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელსაც გამოძიება ასაიდუმლოებდა, რუსული მხარე ამბობდა, რომ ის არა მხოლოდ ნავალნისთვის, არამედ მისი გარშემომყოფებისთვისაც საშიში იყო.

რუსი ოპოზიციონერი და პუტინის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს. ოჯახის ინფორმაციით, ის ცუდად ჩაის დალევის შემდეგ გახდა, რასაც მოწამვლას უკავშირებენ. ნავალნი ამ დრომდე კომაშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი