
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარეთის პრემიერმინისტრ ნიკოლაი დენკოვთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც ზელენსკი Twitter-ზე წერს, საუბრის მთავარი თემა შავ ზღვაში უსაფრთხოება იყო.
"მე ვაფასებ ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის ერთობლივ ინიციატივას შავ ზღვაში ნაღმების მოქმედების შესახებ. უკრაინა მზადაა მიიღოს აქტიური მონაწილეობა ამ ძალისხმევაში. უკრაინულ-ბულგარული პარტნიორობა ძლიერდება და სწორედ ეს შავი ზღვის ერთიანობა იძლევა საშუალებას. ჩვენ წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის აგრესიას, გავაძლიეროთ გლობალური სასურსათო უსაფრთხოება, ხელი შევუწყოთ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას და მხარი დავუჭიროთ "მშვიდობის ფორმულას", - წერს ზელენსკი.