"ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრი" ბეირუთში, პორტში მომხდარი აფეთქების შესახებ სტატიას აქვეყნებს. საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო გუნდმა აღმოაჩინა ახალი ფაქტები აფეთქებაზე, რომლის შედეგადაც მინიმუმ 182 ადამიანი დაიღუპა, 6 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და ასობით ათასი ადამიანი დაკარგა საცხოვრებლად.
ირკვევა, რომ ფეთქებადსაშიში ამონიუმის ნიტრატით დატვირთული გემის, "როსუსის" მფლობელი არა რუსი იგორ გრეჩუშკინი, არამედ კვიპროსელი სანაოსნო მაგნატი ჩარალამბოს მანოლი იყო. მისი მრავალრიცხოვანი კომპანიებიდან ერთ-ერთი საქართველოშია რეგისტრირებული. ამონიუმის ნიტრატის მყიდველი კი იყო მოზამბიკში მდებარე ერთ-ერთი ქარხანა, რომელიც იარაღით უკანონო ვაჭრობასა და ტერორისტებისთვის ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდებაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი ქსელის ნაწილია.
ერთობლივი გამოძიებით, რომელიც 10 ქვეყანაში მიმდინარეობდა, ჟურნალისტებმა დაადგინეს:
მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც ბათუმის ქართული ნავსადგურიდან 2013 წლის სექტემბერში ჩავიდა, სადაც ადგილობრივი ქარხნის მიერ წარმოებული და მოზამბიკისკენ მიმავალი 2,750 ტონა ამონიუმის ნიტრატი იყო, ცუდ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. გემბანები კოროზირებული იყო, მას არ გააჩნდა დამხმარე ძალა და ჰქონდა რადიო კომუნიკაციის პრობლემები. გემი ბეირუთში გაჩერდა, რომ მეტი ტვირთი აეღო თუმცა ტერიტორია აღარ დაუტოვებია. ის ჯერ კრედიტორებმა დააპატიმეს, რომლებმაც მოითხოვეს დავალიანება მისი ოპერატორისგან, მოგვიანებით კი პორტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, რომლებმაც ის გემი ცურვისთვის საფრთხისშემცველად ჩათვალეს.
მიუხედავად იმისა, რომ მოზამბიკის ფირმამ ნიტრატის უკან დაბრუნება აღარ სცადა, ეს სხვა საეჭვო კომპანიამ გააკეთა:
კომპანიის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ შუამავალი, გაერთიანებული სამეფოს საავტომობილო კომპანია Savaro Limited-იყო, ის უკავშირდება სხვა კომპანიას სახელწოდებით Savaro, რომელიც უკრაინის ქალაქ დნიპრში მდებარეობს და აქციონერები და მესაკუთრეები კვიპროსიდან და ამერიკიდან ჰყავს.
სასამართლოს დოკუმენტებიდან ჩანს, რომ Savaro–მა 2015 წლის თებერვალში დაიქირავა ლიბანელი იურისტი, რომ ადგილობრივ სასამართლოსთვის პეტიციით მიემართა, რათა შეემოწმებინა ამონიუმის ნიტატის ხარისხი და რაოდენობა, რომელიც საპორტო საწყობში იდო. ამ ექსპერტულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ერთი ტონიანი ჩანთები, რომლებიც შეიცავს დაახლოებით 1 900 ამონიუმის ნიტრატს, გახეულია და ნივთიერება გაჟღენთილი.
ამის შემდეგ უცნობია რომელი კომპანია ცდილობდა ნიტრატის მპოვებას. პირველად, ლიბანის საბაჟო დეპარტამენტმა სთხოვა ქვეყნის ჯარს, აეღოთ ის, მაგრამ მათ უარი განაცხადეს, იმის ნაცვლად, რომ მარაგს ადგილობრივ მწარმოებლებს შესთავაზებდნენ. ჩანაწერი, რომ კომპანიამ შეთავაზება მიიღო ამ შემთხვევაშიც არ არსებობს.
შემდეგ ჯარმა შესთავაზა, რომ ამონიუმის ნიტრატი საქართველოში დაბრუნებულიყო იმპორტიორის ხარჯზე. ესეც არასოდეს მომხდარა, გაურკვეველი მიზეზების გამო.
2018 წლის თებერვალში ლიბანის ხელისუფლებამ უარი თქვა ნიტრატის გადმოტვირთვაზე, რის შემდეგაც მარაგი დაუცველ საწყობში დარჩა. 2020 წლის 20 ივნისს, აფეთქებამდე 2 კვირით ადრე, პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს უსაფრთხოების ძალებმა წარუდგინეს მოხსენება, რომ დაწესებულებაში სერიოზული უსაფრთხოების ხარვეზები იყო და ამონიუმის ნიტრატის საცავი ქურდობის გამო გახსნილი იყო.
საწყობს ერთი კარი აკლდა, სამხრეთ კედელში ასევე იყო ხვრელი, ნათქვამია მოხსენებაში. ქურდობის შემთხვევაში, ქურდს შეუძლია ეს საქონელი ფეთქებად აქციოს, - გააფრთხილეს მოხსენებაში.
შეგახსენებთ, რომ ბეირუთში მომხდარი აფეთქებისა და საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობა გადადგა.