იუსტიციის მინისტრი არ ასახელებს რა დანაშაულებისთვის იხდიდნენ სასჯელს გაქცეული პატიმრები. რატი ბრეგაძე საკუთარ პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ ნაწილში ხედავს, რომ ყველა საჭირო ღონისძიებები გატარდება გაქცეულების დასაკავებლად:
"ტარდება ყველა სახის ღონისძიება იმისთვის, რომ ეს ადამიანები დროულად იქნენ დაკავებული და არ წარმოადგენდნენ საფრთხეს საზოგადოებისთვის. არაფერია საშიში, მსგავსი ტიპის დანაშაული ხდება ყველა სახელმწიფოში, თუმცა დგება შესაბამისი პასუხისმგებლობა იმ ადამიანების რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული და თუკი რომელიმე თანამშრომლის მხრიდან გამოიკვეთება სამართალდარღვევა, დადგება პასუხისმგებლობა ამ თანამშრომელზეც" ამბობს ბრეგაძე.
შეგახსენებთ, ავერსის კლინიკაში, სამედიცინო კვლევებზე გადაყვანილი სამი პატიმარი დღეს ბადრაგებს გაექცა. შემთხვევა დღეს, 1-ელ ნოემბერს დაახლოებით დღის 1-ელ საათზე მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები კი კლინიკის ტერიტორიაზე რამდენიმესაათიანი დაგვიანებით დაიწყო. გაქცეულ პატიმრებს ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.