დმანისის ყოფილ მერზე სავარაუდო თავდამსხმელის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს

გამოქვეყნდა:

კრწანისში, კობა მენაბდიშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. მენაბდიშვილი ერთ-ერთია, რომელსაც დმანისის ყოფილი მერი მასზე განხორციელებული თავდასხმის ავტორად ასახელებს. საგამოძიებო უწყების მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა. სახლში არ იმყოფებოდა არც მენაბდიშვილი. 

ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები კი მის სახლში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

საზოგადოებასთან არ ჩნდება არც ზურაბ ოკმელაშვილი, რომელსაც ასევე ასახელებს ტატუაშვილი მასზე განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთ მონაწილედ.

სამართალდამცველებისთვის ცნობილია იმ მანქანის სარეგისტრაციო ნომერიც, საიდანაც დმანისის ყოფილ მერს 4 -ჯერ ესროლეს, თუმცა ჯერჯერობით ამ საქმეზე დაკავებული არავინაა. 

ტატუაშვილი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს და ხელს სწორედ ოცნების ზონდერ ჯგუფების მეთაურებს ადებს. 

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი