აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა | სიაში 30-ზე მეტი ფიზიკური და 200-მდე იურიდიული პირია

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა. ახალ სიაში 30-ზე მეტი ფიზიკური და  200-მდე იურიდიული პირია.

სანქციები დაუწესდა AFK Sistema-ს და მასთან დაკავშირებულ ფინანსურ კომპანიებს - Post Bank, Russian Standard და Home Credit ბანკებს, ასევე თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების პროექტს - Arctic LNG 2-ს

საექსპორტო შეზღუდვებს დაექვემდებარა უპილოტო თვითმფრინავებისა და საბრძოლო მასალის წარმოებაში ჩართული 12 და ერთი უბეკური კომპანია.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, მათ დახმარება გაუწიეს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს.

სანქციები ასევე დაწესდა რუს დიზაინერ ალექსანდრე ზახაროვს, რომელიც მონაწილეობდა თვითმფრინავების Lancet-ის შემუშავებაში. ასევე მისი ოჯახის წევრებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი