
შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ Archer-ის ტიპის 8 საარტილერიო დანადგარი უკრაინაშია.
"დღეს უკრაინა აღნიშნავს სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის დღეს. ძალიან კარგი დღეა ოფიციალურად გამოვაცხადო, რომ დაპირებულ შვედურ Archer საარტილერიო იარაღს ახლა ახალი მფლობელი ჰყავს - უკრაინის შეიარაღებული ძალები", - განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა.
ცნობისთვის, Archer-ი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე საარტილერიო სისტემაა, რომელსაც ჭურვების გასროლა 50 კილომეტრის მანძილზე შეუძლია.
შვედეთის მთავრობამ გადაწყვეტილება, Archer-ის ტიპის საარტილერიო დანადგარების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ, მიმდინარე წლის იანვარში მიიღო.