კონტროლქვეშ მოქცეული კონსერვატორია | წულუკიანის რეპრესიები გრძელდება

გამოქვეყნდა:

მორიგ ჯერზე გვიწევს მივუბრუნდეთ იმ საგმირო საქმეებს, რომლებსაც თეა წულუკიანი კულტურის სფეროში ატრიალებს და რასაც აგერ უკვე საერთაშორისო აღიარებაც მოჰყვა. კულტურის მინისტრის უკულტურობისა და მავნებლობის შესახებ უკვე საერთაშორისო პროფესიული გაერთიანებებიც კი წერენ. მაგრამ ამჯერად კონსერვატორიაზე უნდა შევჩერდეთ, რომლის ხელმძღვანელი რეპრესიების სამიზნე გახდა. 

მას შემდეგ, რაც ნანა შარიქაძემ რექტორის თანამდებობა დატოვა, ახალ არჩევნებში გაიმარჯვა კანდიდატმა, რომლის 13-პუნქტიან პროგრამაში ერთერთ პუნქტად ეწერა: “მეტი ურთიერთობა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, როგორც კონსერვატორიის უმთავრეს მაკონტროლებელ ორგანოსთან.” ხელისუფლების დაკვეთაც ხომ ეს იყო, ცენტრალიზებული კონტროლი - ყველგან და ყველა სფეროში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი