
გასულ ღამეს რუსეთი უკრაინის ქალაქ ოდესას თავს დაესხა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი Telegram-ზე წერს, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაზიანდა ხელოვნების ეროვნული მუზეუმის შენობა.
"6 ნოემბერს ოდესის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს 124 წელი შეუსრულდა. 6 ნოემბრის ღამეს რუსებმა ჩვენს არქიტექტურულ ძეგლს ახლომდებარე რაკეტით "მიულოცეს" [ეს თარიღი]. დაზიანებულია შენობის კედლები, ჩაიმტვრა რამდენიმე მინა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მყოფი სხვა ობიექტის დაზიანების შესამოწმებლად მიმდინარეობს მუშაობა," - წერს კიპერი.