
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ანექსირებულ ყირიმზე უკრაინის თავდასხმა მოიგერიეს. უწყება ამბობს, რომ კიევმა 17 დრონი გამოიყენა.
"საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა გაანადგურეს ცხრა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და რვა შავ ზღვასა და ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დააკავეს", - წერია განცხადებაში.
სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის თქმით, ჩამოგდებული დრონები ნამსხვრევები ანდრეევკაში, კერძო სახლის სახურავზე, ასევე ორლოვკაში მდებარე სახლის ეზოში დაეცა, სადაც კაცი დაშავდა.