
"სოლიდარობა ბელარუს ხალხს" - ამ ლოზუნგით თბილისში, ლიეტუვის საელჩოსთან აქცია გაიმართა. მინსკში მიმდინარე მშვიდობიანი მარშის პარალელურად, ქართველებმა ბელარუსი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის სოლიდარობა გამოუცხადეს.



შეგახსენებთ, რომ ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრ
ლუკაშენკომ თავი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.
მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება, არის მსხვერპლი.
ლუკაშენკოს ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს მსოფლიო. აშშ-მ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ლუკაშენკოს ძალაუფლების დათმობისკენ მოუწოდებენ. ბელარუსს სანქციებს უწესებს ევროკავშირიც.