ჩვენ პოზიციებს დავიცავთ სასამართლოში, ვიცავთ საერთაშორისო სანქციებს | თურნავა ოლიგარქ უსმანოვის სარჩელზე

გამოქვეყნდა:

"ეს დავაც ადასტურებს, რომ საქართველო ვერასოდეს და არასოდეს იძლევა ჩვენი საფინანსო სისტემა სანქციების გვერდის ავლის ადგილად", - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსამნოვის სარჩელს სებ-ისა და "ლიბერთი ბანკის" წინააღმდეგ. 

"კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ სულ ახლახან მივიღეთ დოკუმენტები და ვეცნობით. ჩვენი იურიდიული დეპარტამენტი მოამზადებს შესაგებელს და ჩვენ პოზიციებს დავიცავთ სასამართლოში. ეს რეალობაა, სასამართლო პროცესები არახალია ჩვენთვის, მაგრამ ეს დავაც ადასტურებს, რომ საქართველო ვერასოდეს და არასოდეს იძლევა ჩვენი საფინანსო სისტემა სანქციების გვერდის ავლის ადგილად, ჩვენი ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა იცავენ საერთაშორისო სანქციებს",- განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი საქართველოს ეროვნული ბანკისა და "ლიბერთი ბანკის" წინააღმდეგ სასამართლოში დავას იწყებს. ირკვევა, რომ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან სანქცირებული მილიარდერი ქართულ ბანკს მრავალმილიონიანი ტრანზაქციებისთვის იყენებდა, აპრილიდან კი მის ანგარიში ლიბერთიშიც გაიყინა. 

უსმანოვი ახლა ადამიანის უფლებების და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობს და იგივე პრივილეგიებს ითხოვს, რაც თავის დროზე ნათია თურნავამ გამონაკლისის სახით ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქე ფარცხალაძისთვის დაუშვა. 

სასამართლო დავაში უსმანოვის ინტერესებს იგივე იურიდიული ფირმა დაიცავს, რომელიც ივანიშვილის ინტერესებს წარმოადგენს "კრედიტ სვისთან" დავაში. ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენის საკუთრებაა "ლიბერთი ბანკიც".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი