"მსვლელობა ახალი ბელარუსისთვის" - მრავალათასიანი დემონსტრაცია მინსკში

გამოქვეყნდა:

"მსვლელობა ახალი ბელარუსისთვის" - მინსკში მრავალათასიანი დემონსტრაცია განახლდა. ხალხი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა. მოთხოვნა უცვლელია - ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

მინსკის გარდა, მსვლელობები ბელარუსის სხვა დიდ ქალაქებშიც არის დაგეგმილი. 

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს მერე არ შეწყვეტილა. ხალხი ალექსანდრ ლუკაშენკოს დაუსრულებელ მმართველობას აპროტესტებს. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ლუკაშენკომხმების 80% მიიღო, რაც ხალხს არ სჯერა და ახალ არჩევნებს ითხოვს.

დღევანდელის მსგავსად, მრავალათასიანი დემონსტრაცია ბელარუსის დედაქალაქში 16 აგვისტოს, აქციების დაწყებიდან მერვე დღეს ჩატარდა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი