
"სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას ქართველ ხალხს მათი ქვეყნის EU-ში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მივულოცე", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარში ქართველ ხალხს მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დღევანდელი მნიშვნელოვანი ეტაპი მივულოცე. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ხედვა მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის შესახებ, როგორც ევროკავშირის ოჯახის ნაწილი, - წერს სანდუ.