რაჭაში, ლასო აბუთიძის მკვლელობაში ბრალდებულის მშობლები, რომლებიც სოფელ მუხურაში ცხოვრობენ, "მთავართან" საუბარში ამბობენ, რომ ბრალდებულები აგარაში ლასო აბუთიძის ნათესავის სახლს აშენებდნენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მათმა შვილმა სამუშაოდ თან ჯარის მეგობარი წაიყვანა, რომელიც ჭიათურაში ცხოვრობს.
ოჯახის წევრებს არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია რა მოხდა მკვლელობის ღამეს.
გასული ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე გახმაურებული კრიმინალური შემთხვევა მოხდა:
ახალქალაქი
27 წლის ბიჭის მკვლელობა, რასაც მასობრივი არეულობა და ჩხუბი მოჰყვა. ადგილობრივები ერთმანეთს რკინის ხელკეტებით გაუსწორდნენ. მას შემდეგ კი რაც სოფელ კულიკამის მკვიდრი ვართიკ მირანიანი მოკლეს, თანასოფლელები შურისძიების მიზნით ახალქალაქში ჩავიდნენ და სახლები გადაწვეს.
21 აგვისტოს, ქართული ოცნების წევრის, ენზელ მკოიანის ძმის მანქანის აფეთქება სცადეს. მკოიანი მომხდარს მის პოლიტიკური საქმიანობას უკავშირებს.
2 აგვტისტოს, ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე, ზურაბ ჟვანიას შვილმა ცივი იარაღით მისივე სახლში დაჭრა. ჟვანია დააკავეს, ლევან თოფაძე ამ დრომდე მკურნალობას აგრძელებს.
28 ივლისს წყნეთის გზაზე, კაკლების დასახლებასთან ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე პრეზიდენტს ლერი სულაბერიძის ავტომანქანას ესროლეს.
16 აგვისტოს თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე 40 წლის კაცი, ცივი იარაღით მოკლეს.
16 აგვისტოს შუახევში საპენსიო სააგენტოს თანამშრომელს სცემეს, რომელსაც სოფლებში პენსიონერებთან მათი კუთვნილი თანხა მიჰქონდა.