რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს  | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დღეს ხერსონის ოლქში მდებარე კორაბელნის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. 72 წლის კაცი დაბომბვის დროს აივანზე იმყოფებოდა. დაშავდა 3 მშვიდობიანი მოქალაქე.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, საგანმანათლებლო დაწესებულება და ავტოფარეხები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი