52-დღიანი პაუზის შემდეგ, რუსეთმა კიევის მიმართულებით "ისკანდერის" ტიპის რაკეტა გაუშვა | პოპკო

გამოქვეყნდა:

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ 52 დღიანი პაუზის შემდეგ, რუსეთმა 11 ნოემბერს ისკანდერის ტიპის რაკეტებით შეუტია. 

"52-დღიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მტერმა განაახლა კიევზე სარაკეტო შეტევები! რაკეტამ არ მიაღწია კიევს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს იგი დედაქალაქთან მიახლოებისას", - განაცხადა პოპკომ.

კიევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი რაკეტა ჩავარდა მოედანზე.

დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ 11 ნოემბრის დილით, კიევის მახლობლად საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა, ამიტომ ქალაქში აფეთქებები ისმოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი