
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსებმა დონეცკის ოლქში, ქალაქი ტორეცკში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ავიეიერიშის შედეგად დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.
"მტრის ჭურვები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს, სადაც ორი ადამიანი მოწინააღმდეგის ცეცხლსასროლი იარაღის ქვეშ მოექცა მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა", - წერია უწყების განცხადებაში.
აფეთქებების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი და კომერციული შენობები.