
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, კონტრადმირალ დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელმა "გახსნა განსაზღვრული მარშრუტები" ჩრდილოეთ ღაზას საავადმყოფოებიდან სამხრეთისაკენ და რომ ესაუბრება ალ-შიფას ოფიციალურ პირებს, რათა შესთავაზოს "დახმარება ავადმყოფებისა და დაჭრილების უსაფრთხოდ გადასაყვანად".
მან დასძინა, რომ ისრაელი "მზად იყო დასახმარებლად" იმ ათობით ბავშვის ევაკუაციაში, რომლებზეც ადგილზე ზრუნავენ, რომ გადაიყვანონ სხვა კლინიკაში.
სპიკერმა გაიმეორა ბრალდება, რომ IDF-მა ღამით საავადმყოფოსთან 300 ლიტრი საწვავი დატოვა, მაგრამ ჰამასი "ხელს უშლიდა და ახორციელებდა ზეწოლას საავადმყოფოზე" არ შეეგროვებინა იგი.
"ჰამასმა" გაავრცელა განცხადება, სადაც უარყოფს, რომ საავადმყოფოს ჩინოვნიკების მხრიდან საწვავის შეგროვება შეაჩერეს. იხილეთ ასევე: