უკრაინამ რუს ოლიგარქ მიხეილ ფრიდმანთან დაკავშირებული კომპანიები დაასანქცირა
გამოქვეყნდა:
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, რუს ოლიგარქ მიხეილ ფრიდმანთან დაკავშირებული 9 კომპანია დასანქცირდა. პრეზიდენტის ბრძანება 9 ნოემბერს გამოიცა, 13 ნოემბერს კი გამოქვეყნდა.
სანქცირებულია ფრიდმანთან კავშირში მყოფი შემდეგი კომპანიები:
ლიხტენშტეინში დაფუძნებული Sogeral Foundation და ლუქსემბურგში დაფუძნებული CTF Holdings S.A;
კვიპროსში დაფუძნებული Haberfield Limited, Alfa Finance Holdings Limited, Slavisilla Holdings Limited, Erasmony Limited, Rissa Investments Limited, International Distribution Systems Limited, და Dendar Investment Fund Limited.