რუსებმა ნიკოპოლი და პოკროვსკის თემი დაბომბეს | არიან დაშავებულები
გამოქვეყნდა:
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ინფორმაციით, რუსებმა ნიკოპოლი და პოკროვსკის თემი დაბომბეს. იერიშის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.
გარდა ამისა, დაზიანდა ინფრასტრუქტურის ობიექტები, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები.