ანდრეი ერმაკი აშშ-ში ენტონი ბლინკენს შეხვდა

გამოქვეყნდა:

შეერთებულ შტატებში უკრაინის დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა.

ერმაკმა ბლინკენს თავდაცვის ძალების პრიორიტეტული საჭიროებები გააცნო და უკრაინის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობით უზრუნველყოფას გაუსვა ხაზი. 

"ზამთრის მოახლოებასთან ერთად ჩვენ ველოდებით რუსული სარაკეტო ტერორის ზრდას. ამიტომ, ჩვენ ძალიან გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც დაიცავს უკრაინის ქალაქებს, ძირითად კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ასევე "მარცვლეულის დერეფნის" მარშრუტებს", - აღნიშნა ერმაკმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი