ჩეხეთმა ყველა რუსული სახელმწიფო აქტივი გაყინა

გამოქვეყნდა:

ჩეხეთის მთავრობამ დღეს ქვეყანაში არსებული ყველა რუსული სახელმწიფო აქტივი გაყინა. ინფორმაციას X-ზე (ყოფილი Twitter) ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი ავრცელებს. 

 "ჩემი ინიციატივით, მთავრობამ დღეს დაამტკიცა ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსული სახელმწიფო აქტივების გაყინვა. კომერციული აქტივობები, რომლებიდანაც რუსეთი უკრაინელთა მკვლელობას აფინანსებს, აქ სრულდება," - ნათქვამია ლიპავსკის განცხადებაში. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მალევე უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გამოეხმაურა. მან ჩეხეთს ამ ნაბიჯისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რუსული ფული არა მკვლელობებსა და ნგრევას, არამედ უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი