მძარცველები სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ოფისებში შეიჭრნენ. მათ 5 ხელმოწერილი "სპრინგბოკი", ვისკი, 8 ლეპტოპი და სხვა ნივთები წაიღეს და ოფისში დატოვეს გასულ თვეში მოგებული მსოფლიო თასი. 

ვიდეო კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში სამხრეთ აფრიკელმა ჟურნალისტმა გაავრცელა ჩანს, რომ ერთ-ერთი ქურდი ხელთათმანიან ხელს ჰკიდებს თასს, ოდნავს სწევს და შემდეგ მის ქვეშ მდებარე კარადების შემოწმებაზე გადადის.

ქურდობა მოხდა კეიპტაუნის ჩრდილოეთ გარეუბანში, საოფისე კომპლექსში. პოლიცია შიშობდა, რომ შესაძლოა წაღებული ყოფილიყო Webb Ellis Cup, მაგრამ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ მისი ყველა თასი უსაფრთხოდ იყო. 

სამხრეთ აფრიკამ მოიგო რაგბის მსოფლიო თასი 28 ოქტომბერს პარიზში ახალი ზელანდიის დამარცხების შემდეგ და გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მეოთხედ მოიგო ტურნირი. 

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის თასები წინა ტურნირებიდან იყო კაბინეტში, ხოლო საფრანგეთში გასულ თვეში მოგებული Webb Ellis Cup სეიფში ინახებოდა (ვიდეოში ნაჩვენები თასი მისი ასლია).

ოთახი, რომელშიც ყველა თასი ინახებოდა, მძარცველებს არ გაუტეხავთ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი