სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი შატილში მომხდარ ავტოკატასტროფას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამ თემაზე მან პოსტი საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა. 

ძალიან დამამწუხრა დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელმაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვუსამძიმრებ შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ - წერს ფაშინიანი.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე  სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ტრაგედიის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი