ბერლინის საავადმყოფოში, სადაც რუსეთის ოპოზიციური ლიდერი, ალექსეი ნავალნი მკურნალობს, ამბობენ, რომ პაციენტი მოწამლულია. საავადმყოფოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ კლინიკური მტკიცებულებების მიხედვით, ნივთიერებით ინტოქსიკაციაა, რომელიც ქოლი-ნესტე-რაზას ინჰიბიტორებს მიეკუთვნება.
ექიმების თქმით, ნავალნის მდგომარეობა სერიოზულია, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი და პუტინის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს. ოჯახის ინფორმაციით, ის ცუდად ჩაის დალევის შემდეგ გახდა, რასაც მოწამვლას უკავშირებენ.
21 აგვისტოს ევროკომისიამ განცხადება გაავრცელა და მოსკოვს ნავალნის გერმანიაში გაშვებისკენ მოუწოდა. კომისიამ აღნიშნა, რომ საქმეზე გამჭირვალე და ობიექტურ გამოძიებას ელიან.
ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს. პოლიტიკოსის პრესსპიკერის თქმით, მისი გადაყვანა საკმაოდ გაჭიანურდა.