"პატრიოტთ ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პროკურატურაში მათი პარტიის რუსეთიდან დაფინანსების გამოსაძიებლად სარჩელის შეტანა პოლიტიკური სპექტაკლი და აფიაროაა. ინაშვილი ამბობს, რომ ცენტრს "დოსიეს" გამოძიება მიხეილ სააკაშვილმა და გიგა ბოკერიამ დაუკვეთეს.
ცოტა ხნის წინ, პროკურატურას ამ საქმის გამოსაძიებლად "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ სარჩელით მიმართა.
სააკაშვილმა და ბოკერიამ ამ ინტერნეტ გამოცემას თვითონ გაუგზავენს თავიანთი N გამოძიება, არავითარი ფაქტები და დოკუმენტები ეს არ არის. თვითონ დაადებინეს ეს ტყუილი, შემდეგ ამ ტყუილზე კომენტარი გააკეთებინებს მათსავე მატყუარა აგენტს, ვინმე კუროპტევს, შემდეგ ამ ტყუილზე ტყუილი სიუჟეტები მოამზადეთ თქვენ, მათივე ტელეარხებმა, ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ტყუილ კომენტარზე, ტყუილ სიუჟეტებზე დაწერილი ტყუილი განცხადება შედის პროკურატურაში, ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი, ეს არის აფიორა, - თქვა ირმა ინაშვილმა.
ინაშვილის აზრით, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ "პატრიოტთა ალიანსს" 1 200 000 ანკეტა აქვს, რომელიც მათი გამოკითხვის შედეგებს აჩვენებს. მისი მტკიცებით, კვლევის მონაცემებით, "ბოკერიას ჯგუფს" 1%-ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს, "სააკაშვილის პოლიტიკური ჯგუფის" მხარდაჭერა კი 3,5% ვერ წვდება.
ინაშვილი აპირებს, რომ პროკურატურას სარჩელით თავადაც მიმართოს, რათა "მწამებელთა პარტიებს" არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალოთ.
უშინ, 23 აგვისტოს რუსულმა ანალიტიკურმა პორტალმა "დოსიემ" გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლებიც ადასტურებენ, რომ "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთიდან ფინანსდება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი კი გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ "პატრიოტთა ალიანსზე" თავდასხმა ოპონენტი პოლიტიკოსების დაკვეთაა.
ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიიდან მოხსნასა და მათი წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. პოლიტიკოსების შეფასებით, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პარტია კრემლიდან ფინანსდება, მთავარმა პროკურატურამ აუდიტთან ერთად უნდა შეისწავლოს.