
იულია ტიმოშენკო, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, მართვით სუნთქვაზეა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრის მდგომარეობა სტაბილურია.
"სამწუხაროდ, ამ დროისთვის კარგი სიახლეები არ გვაქვს. ტიმოშენკოს მდგომარეობა სერიოზულია", - ამბობს მისი პრესმდივანი მარინა სოროკა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ყოფილ პრემიერმინისტრსა და პარტია "ბატკივშინას" თავმჯდომარე იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი 23 აგვისტოს დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდ-19 დაუდასტურდათ ტიმოშენკოს ქმარსა და ქალიშვილს, არტურ და ევგენია ჩეჩოტკინებსაც.
ცნობისთვის, უკრაინაში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 108 415 შემთხვევაა დადასტურებული, 2 318 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
მსოფლიოში კი კორონავირუსით ინფიცირებათა რაოდენობამ 23 მილიონს გადააჭარბა, 800 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.